სათამაშოები ცისარტყელას ფერებში "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" გამო საუდის არაბეთში გაყიდვიდან ამოიღეს
საუდის არაბეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სათამაშოები და საბავშვო ტანსაცმელი ცისარტყელას ფერებში "ჰომოსექსუალობის წახალისების" გამო გაყიდვიდან ამოიღეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საშინაო ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე მაღაზიებიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ამოიღეს, მათ შორის, თმის სამაგრები, "პოპ-იტები", მაისურები, ქუდები და პენალები.
უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ეს ნივთები "ისლამურ რწმენასა და საზოგადოებრივ მორალს უპირისპირდება", ამასთან, "ეწევა ჰომოსექსუალური ფერების პროპაგანდას ახალგაზრდა თაობაში".
თავის მხრივ, სამინისტრომ ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება და აღნიშნა, რომ მათმა თანამშრომლებმა იმ კონკრეტული სიმბოლოებისა და ნიშნების მქონე პროდუქტები ამოიღეს გაყიდვიდან, რომლებიც "საღ აზრს" ეწინააღმდეგება. ამდენად, ნივთების გამყიდველი ობიექტები დაჯარიმდებიან.
რამდენიმე თვის წინ, საუდის არაბეთის მეზობელ კატარშიც მსგავსი ზომები მიიღეს — მაღაზიებში იმ სათამაშოების გაყიდვა აიკრძალა, რომლებიც "ისლამურ ღირებულებებს უპირისპირდებოდა".
ისლამური კანონის ქვეყანაში დამკვიდრებული წესით, ჰომოსექსუალური სქესობრივი ურთიერთობის მქონე პირი სიკვდილით ან გამათრახებით ისჯება — სასჯელის ზომა "დანაშაულის სერიოზულობაზეა" დამოკიდებული. ამასთან, ქვეყანაში კაცებს "ქალივით მოქცევა" ან ქალის სამოსის ტარება ეკრძალებათ — ასევე პირიქით. აკრძალულია ონლაინ ქმედებაც, რომელიც "რელიგიურ ღირებულებებებსა და საზოგადოებრივ მორალს" ეწინააღმდეგება.
აპრილის თვეში, საუდის არაბეთში Doctor Strange in the Multiverse of Madness-ის კინოთეატრებში ჩვენებაც აკრძალეს, რადგან დისნეიმ "ლგბტქ სცენების" ამოჭრის თხოვნაზე უარით უპასუხა. ამავე მოტივით ქვეყანაში ასევე აიკრძალა ახალი ფილმი Lightyear.
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
კომენტარები