2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს. 11 წლის მომღერალმა მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ რანინაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს მარიამი საბავშვო ევროფესტივალის ფინალში.

ფოტო: JESC / EBU

საბავშვო ევროვიზიას წელს სომხეთის დედაქალაქი ერევანი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ გასული წლის კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა. 2022 წლის ევროფესტივალი კი 11 დეკემბერს, კარენ დემირჩიანის სპორტულ და საკონცერტო კომპლექსში გაიმართება. სხვათა შორის, ამავე არენაზე ჩატარდა 2011 წლის საბავშვო ევროვიზია, სადაც საქართველომ კონკურსზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ჯამში საქართველომ საბავშვო ევროფესტივალი სამჯერ მოიგო, რითიც კონკურსის რეკორდსმენია. 2008 წელს პირველი გამარჯვება ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოიპოვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამასთან, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და სამჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.

ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას რიგით მე-20 საბავშვო ევროვიზიაზე ერევანში.