იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში ნახევარი მილიარდის იმპორტული საქონელი შემოვიდა — რა ვიყიდეთ

ფოტო: Freestocks.org / Pexels
2022 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 40,5%-ით გაიზარდა და $553,9 მილიონს მიაღწია. რაც შეეხება ექსპორტს, იმავე პერიოდში საქართველომ რუსეთში $202,7 მილიონის საქონელი გაყიდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო წლების მონაცემებით, რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის ხუთ თვეში იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი მე-2, ხოლო ექსპორტიორებში მე-3 ადგილზეა.
- საქართველოს რუსეთთან ემბარგოსა და ომის გამოცდილება აკავშირებს — ამის გათვალისწინებით, ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება რისკებს შეიცავს.
დეტალები: იანვარ-მაისში რუსეთისგან ყველაზე მეტი მოცულობის ნავთობი და ნავთობის აირები შემოვიდა. იმავე პერიოდში საიმპორტი ხუთეული ასეთი იყო:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები — $124,3 მილიონი;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები — $38,9 მილიონი;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან — $22,8 მილიონი;
- ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი — $22,4 მილიონი;
- მარგარინი — $22,3 მილიონი.
ფართო სურათში: 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთში $2,1 მილიარდის ექსპორტი გავიდა (ზრდა 37,5%), ხოლო იმპორტის მოცულობამ $4,8 მილიარდი (ზრდა 37,3%) შეადგინა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები