10 რამ, რაც მტკივნეულად ნაცნობი იქნება, თუკი გერმანულს სწავლობ

ფოტო: Nickelodeon
თუ ფიქრობ, რომ გერმანულმა არტიკლმა ეგზისტენციალურ კრიზისში ჩაგაგდო, მარტო არ ხარ. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სწავლობს გერმანულ ენას იმ იმედით, რომ ოდესმე არტიკლების სწორად გამოყენებას, სიტყვების მართლწერასა და "რატომ"-ის ყველა შესატყვისს ისწავლის. მოკლედ, ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ იმ განსაცდელებს, რომელთა წინაშეც გერმანულის შემსწავლელი ყველა ადამიანი აღმოჩენილა.
1. სიტყვები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე

ფოტო: Giphy
გერმანულს უზარმაზარი სიტყვების მქონე ენის რეპუტაცია აქვს და სავსებით სამართლიანადაც. მაგალითად, სიტყვა Grundstücksverkehrsgenehmigungszuständigkeitsübertragungsverordnung არც მეტი, არც ნაკლები, 67 ასონიშანს მოიცავს. საშუალო სტატისტიკური გერმანული სიტყვა კი, ფაქტობრივად, დედამიწიდან მთვარემდე მანძილს ფარავს.
2. არტიკლები, ანუ ესა-მესა გადის ესა!

ფოტო: Giphy
მასწავლებელი პირველივე გაკვეთილზე გეუბნება, რომ გერმანულ გრამატიკაში სამად სამი სქესია. მარტივია, არა? მოიცადე, სანამ გაიგებდე, რომ განუსაზღვრელი და განსაზღვრული არტიკლი ოთხ სხვადასხვა ბრუნვაში ფორმას იცვლის, სქესის განსასაზღვრავად კი კონკრეტული წესი არ არსებობს — ასე, უბრალოდ: სიტყვას სწავლობ არტიკლთან ერთად.
3. წინადადების უმკაცრესი სტრუქტურა

ფოტო: Giphy
ამ შემთხვევაში მკითხაობა ნამდვილად არ ჭრის, რადგან გერმანულში წინადადების "გარტყმით" და სწორად დაწერა შეუძლებელია. წინადადება ამ ენაში მკაცრი სტრუქტურით გამოირჩევა, სადაც ყველა სიტყვას თუ ნაწილაკს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.
4. თავსართმოცილებადი ზმნებით გამოწვეული თავის ტკივილი

ფოტო: Giphy
გერმანული ზმნა ცალკე ორგანიზმია, რომელსაც ხვლიკის მსგავსად შეუძლია ნაწილი მოიწყვიტოს და წინადადების ბოლოში გადაისროლოს. ჰო, აი, ასე, მარტივად!
5. უთარგმნელი სიტყვები

ფოტო: Giphy
გერმანელებს ცალკე სიტყვა აქვთ იმ ფაქტის აღსანიშნავად, როცა საქმეს გაუმჯობესების მცდელობაში გააუარესებ. ასევე კიდევ უამრავი უცნაური ტერმინი, რომლის ქართულად სათარგმნად ლექსიკონში ერთი სტრიქონი არ გეყოფა.
6. რატომ არის გერმანულში ამდენი რატომ?

ფოტო: Giphy
არსებობს ასეთი ხუმრობა, რომ პირველ დღეს ღმერთმა შექმნა warum, მეორე დღეს — wieso, მესამე დღეს — wozu, მეოთხე დღეს — wofür, მეხუთე დღეს — weshalb, მეექვსე დღეს — weswegen. მეშვიდე დღეს კი იმ ფაქტით კმაყოფილმა დაისვენა, რომ კითხვა "რატომ"-ის აღსანიშნავად 6 სხვადასხვა სიტყვა შექმნა.
7. ინტუიცია ყოველთვის ტყუის

ფოტო: Giphy
მარჩიელობა რომ გერმანულ წინადადებასთან დიდად არ ჭრის, ეს უკვე ვთქვით. თუმცა, ცალკე უნდა გაგაფრთხილო, რომ არც კი სცადო, ინტუიციურად გამოიცნო სიტყვის მნიშვნელობა, ზმნის ფორმა ან თუნდაც ზედსართავის დაბოლოება. გერმანული ყოველთვის დაგიმტკიცებს, რომ შენზე ჭკვიანია.
8. მართლწერა გამოცდაზე პირველი მტერია

ფოტო: Giphy
უსაშველოდ დიდი სიტყვის დაწერისას შეცდომა რომ არ გაგეპაროს, ამას დიდი ყურადღება და მოთმინებით გადაკითხვა სჭირდება, მაგრამ არც ის უნდა დაივიწყო, რომ ყოველი არსებითი სახელი დიდი ასოთი იწერება, უმლაუტი კი ბევრ რამეს ცვლის.
9. მასალა არა და არ ილევა!

ფოტო: Giphy
კიდევ ერთ ხუმრობას თუ დავესესხებით, ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა გერმანულის სასწავლად.
10. დაიცადე, სანამ დიალექტებს გაიცნობ

ფოტო: Giphy
გეგონა, მხოლოდ ეს იყო? შვეიცარიული გერმანული საერთოდ მოგისმენია?
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
დისკუსია: გაგვიზიარე, შენ რა სირთულეებს და სახალისო მომენტებს აწყდები გერმანულის სწავლისას