თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ ჩინჩალაძე აირჩიეს

ფოტო: საქალაქო სასამართლო
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო და ის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს. ამ პოზიციაზე მხოლოდ ჩინჩალაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩინჩალაძე ე.წ. მოსამართლეთა კლანის ლიდერად მოიაზრება. არასამთავრობო სექტორის კვლევების საფუძველზე, დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მისი დასანქცირება მოითხოვა.
- არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია ხშირად საუბრობს სასამართლო კლანზე და აღნიშნავენ, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მმართველი გუნდის პოლიტიკური დაკვეთით იღებენ.
- პარტნიორებმა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს მოსამართლეთა არჩევა უზენაეს სასამართლოში.
- სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე ხაზგასმული იყო შარლ მიშელის დოკუმენტშიც.
დეტალები: სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურამ იმნაძე მიუთითებს, რომ ჩინჩალაძე ამ პოზიციაზე მეორედ აირჩიეს.
- აღნიშნავს, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის დიდ ნაწილს, ასევე, სააპელაციოს მოსამართლეებს ის, შესაძლოა, ნანახიც არ ჰყავდეთ, თუმცა კანდიდატურას "უპირობოდ დაუჭირეს მხარი".
- იმნაზე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მართლმსაჯულებაზე მომუშავე არასამთავრობოებმა მოსამართლეებს მოუწოდეს, ჩინჩალაძის კანდიდატურისთვის მხარი არ დაეჭირათ.
- "საბჭო თვეზე მეტხანს წელავდა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას და როგორც კი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 24-ში, ჩინჩალაძესაც ჩაახუტეს გარანტირებული თავმჯდომარეობა".
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებს შორის განსხვავებული აზრი არავის ჰქონია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ფეისბუქგვერდზე დარბაზში გაჟღერებულ რამდენიმე ფრაზას წერს:
- "თუ ვინმე უნდა იყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ მიხეილ ჩინჩალაძე".
- "ვეთანხმები ბატონ ირაკლის, მიხეილ ჩინჩალაძე არის ღირსეული კანდიდატურა, სათანადო უნარებით აღჭურვილი".
- "მეც მხარს ვუჭერ, წლებია ვიცნობ".
- "დაახლოებით 10 თვეა აქ ვმუშაობ, აღფრთოვანებული ვარ".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები