ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობას მხოლოდ ფედერაციასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ქვეყნები ცნობენ.

  • არცერთ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეს ტერიტორიები არ უღიარებია.
  • სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობაც აღიარებული აქვს.

დეტალები: სირიის პრეზიდენტმა სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ურთიერთობის დამყარების მიზანი თებერვალში გააჟღერა.

  • მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
  • აქედან რამდენიმე დღეში პუტინმა უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა