ინფორმაციას ამის შესახებ როგორც უკრაინული, ასევე, რუსული მხარე ავრცელებს, თუმცა სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კუნძული ზმეინი უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომში წინააღმდეგობისა და "ნა ხ*ი" გაშვებული რუსული გემის სიმბოლოდ იქცა.

  • კუნძული საოკუპაციო ძალებმა პირველივე დღეებში აიღეს და ამ დრომდე აკონტროლებდნენ.

დეტალები: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დანაყოფები გაიყვანეს და ამ "კეთილი ნების" ჟესტით აჩვენებენ, რომ გაეროს მიერ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზების ძალისხმევაში "არ ერევიან".

  • მათი განცხადებით, ეს ნაბიჯი კიევს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ "სპეკულაცია" დაიწყოს.

რა ხდებოდა მანამდე: უკრაინის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 30 ივნისს, ღამით მათმა ძალებმა კუნძულ ზმეინზე იერიში მიიტანეს.

  • უწყების განცხადებით, მოწინააღმდეგემ დაჩქარებული ევაკუაციით გარნიზონის ნარჩენები ორი კატერით გაიყვანა.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ კუნძული გათავისუფლებულია რუსებისგან, ჯარებმა შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარეს და "ყველაფერი იქნება უკრაინა".

არქივიდან: რუსებმა ომის პირველივე დღეს კუნძული ზმეინის ინტენსიურად დაბომბვა დაიწყეს.

  • თავდასხმამდე მათ უკრაინელ მცველებს დანებება შესთავაზეს, თუმცა პასუხად მიიღეს ცნობილი ფრაზა: "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ი".
  • იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მყოფი 13 მესაზღვრე დაიღუპა.
  • 28 თებერვალს უკრაინულმა მხარემ ეს ინფორმაცია დააზუსტა და განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები და საზღვაო ქვეითები რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს.