კიდევ ერთი ქართული ოცნების დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილს "პროვოკაცია" მოუწყვეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: TV პირველის დამფუძნებელს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი თავს დაესხა.

  • შემთხვევა აშშ-ს საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა.
  • როგორც წერეთელი ამბობს, ოხანაშვილის გარდა სხვა დეპუტატებიც დაესხნენ თავს, ქართული ოცნება უარყობს.

მგალობლიშვილი ერთ-ერთია, ვისაც წერეთელი თავდამსხმელთა შორის ასახელებს. დეპუტატის კომენტარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

  • ის თანაპარტიელების მესიჯბოქსს იმეორებს და აცხადებს, რომ ისეთ სიტყვებს, რაც წერეთელმა ოხანაშვილს უთხრა "ქართველი კაცი ვერ აიტანს".
  • დეპუტატი თავდასხმას "ადეკვატურადაც აფასებს და ამბობს — "ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ესეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა".

ქართული ოცნებაში ერთხმად იმეორებენ, რომ წერეთელმა ოხანაშვილს "უბინძურესი სიტყვები" ჩასჩურჩულა.

  • ოხანაშვილი ფიქტობს, რომ უმკაცრესი რეაგირება, არა მის, არამედ წერეთელის ქმედებებს უნდა მოყვეს.
  • ზარქუა მომხდარის თავის ვერსია მოყვა და, რა თქმა უნდა, "პროვოკაციაზეც" ისაუბრა.
  • მესიჯბოქსი უკვე გაიმეორა სარჯველაძემ, მდინარაძემ და ბოლქვაძემ.

რას ყვება წერეთელი: TV პირველის დამფუძნებელი იხსენებს, რომ ღონისძიებაზე სხვადასხვა ადამიანს შეხვდა, მათ სორის ქართული ოცნების წევრებს და ისაუბრეს.

  • "პროვოკაციის" შესახებ დასმულ კითხვაზე მან თქვა: "აი, რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის ისეთი, რომ 5 დეპუტატი მოსულიყო ამერიკის საელჩოში და დაეწყო ფიზიკურად გასწორება".
  • იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში მოხდა ინციდენტი — "ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა მაშინ რომ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ გვქონდა შეკამათება".
  • წერეთელი ითხოვს, აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნოს ჩანაწერები.

რას ყვება ოხანაშვილი: ამბობს, რომ წერეთელმა ყურში ისეთი რამ უთხრა, რასაც ვერ მოითბენდა. დაინტერესდა, რატომ იკადრა ასეთი რაღაც.

  • "გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა".
  • როგორც თავად ამბობს იყო მცირე შეხლა-შემოხლა.

აშშ-ის საელჩო სწავლობს ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

  • მათი განცხადებით, ცნობილია ინფორმაცია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ.

ქარტია ვატო წერეთელზე თავდასხმას გმობს.

  • ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდებს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.