მთაწმინდაზე 26 პირი დააკავეს, მათ შორის, მახარაძე, მარტინენკო, ფალავანდიშვილები და ვარდოსანიძე
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის განუცხადეს, დაკავებულია 26 პირი. უწყება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიცისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
დეტალები: On.ge-ის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის ლიდერები: ზურაბ მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, მამა-შვილი ფალავანდიშვილები და ბექა ვარდოსანიძე.
- შეგახსენებთ, რომ მახარაძის დაკავება ლაივში ჩანდა, მარტინენკოზე კი ინფორმაცია ალტ-ინფომ გაავრცელა.
- ვარდოსანიძის დაკავებააც ამავე ლაივში იყო, თუმცა კადრში ის არ ჩანდა, ისმოდა მხოლოდ ხმა.
- რაც შეეხება ფალავანდიშვილებს, თავდაპირველად ინფორმაცია ერთ-ერთი ჩართვის დროს თავად ალტ-ინფოს წევრმა გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავებულები ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერები არიან, რომლებიც ღიად აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის აქტივისტებისა და პრაიდფესტის მონაწილეების წინააღმდეგ.
- შეგახსენებთ, რომ 2021 წელს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, შეკრებილი მოქალაქეები სათანადოდ ვერ დაიცვა.
- სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა და დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
რა ხდებოდა მანამდე: მოძალადეები მთაწმინდაზე იყვნენ შეკრებილები სასულიერო პირებთან ერთად, როცა დაპირისპირება მოხდა.
- დაკავებების შემდეგ, სხვა მოძალადეებმა ალტ-ინფოს ეთერში განაცხადეს, რომ უკან არ დაიხევენ და ქართულ ოცნებას დაემუქრნენ.
- მათი თქმით, ხვალ მივლენ მმართველი გუნდის ოფისთან და "ააკრავენ დროშას".
- "მოდით და დაგვაკავეთ, პრობლემა არ გვაქვს, ციხეში ჩავჯდებით".
- იქვე არაერთხელ ავრცელებენ ანტიდასავლურ განცხადებას და ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ევროპას უნდა დარტყან და წელში გადატეხონ.
სირცხვილიას აქტივისტი, მარიამ დოლიძე ამბობს, რომ მოძალადეთა ლიდერებს ახლა აკავებენ მომხრეების დასამოტივირებლად და ქუჩაში გამოსაყვანად. მისი შეფასებით, ეს სუს-ის სპეცოპერაციაა.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები