ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ აქციის მონაწილეებს აგინა

ფოტო: დიტო სამხარაძე / FB
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან მივიდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: იმიტომ, რომ მმართველი გუნდის დეპუტატია, რომელსაც პასუხისმგებლობები აკისრია და კომუნიკაციის მსგავსი ფორმა მიუღებელია.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხარაძე აგრესიული რიტორიკით და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენიებს აქციის მონაწილეებს, აქტივისტებს ან ოპოზიციას.
- ფეისბუქგერდზე ის ხშირად დასცინის და დამაკნინებელი ფორმებით წერს სამოქალაქო საზოგადოებაზე.
- ასევე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის დეპუტატები აგრესიას იჩენენ მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
დეტალები: სამხარაძე ოფისიდან გამოვიდა და რამდენჯერმე შეიგინა. ამ დროს ოცნების ოფისი პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმებით იყო გარშემორტყმული.
- გინების შემდეგ სამხარაძე რამდენიმე პირმა უკან შეაბრუნა.
- მანამდე სამხარაძემ ფეისბუქზე დაპოსტა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიან მონებს".
- მოგვიანებით კი თავადვე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ აქციის მონაწილეებს აივნიდან აგინა.

-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები