ბოდიშის მოხდის ნაცვლად "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის

ფოტო: ქართული ოცნება
დიმიტრი სამხარაძე გინების გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობს და ამბობს, რომ ყოველთვის ეს განწყობა ექნება "მკვლელების რეჟიმის ლიდერების" მიმართ, რომელთაც "ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი". აქვე ის წერს — "თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია".
რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი გუნდის დეპუტატს პასუხისმგებლობა აკისრია და აქვს თმების მაღალი ვალდებულება, ის კი გინების გამო ბოდიშის მოხდის ნაცვლად უფრო მიუღებელ განცხადებას აკეთებს.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხარაძე აგრესიული რიტორიკით და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენიებს აქციის მონაწილეებს, აქტივისტებს ან ოპოზიციას.
- ფეისბუქგერდზე ის ხშირად დასცინის და დამაკნინებელი ფორმებით წერს სამოქალაქო საზოგადოებაზე.
- ასევე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის დეპუტატები აგრესიას იჩენენ მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
დეტალები: 3 ივლისს სამხარაძე ოფისიდან გამოვიდა და რამდენჯერმე შეიგინა. ამ დროს ქართული ოცნების ოფისი პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმებით იყო გარშემორტყმული.
- გინების შემდეგ სამხარაძე რამდენიმე პირმა უკან შეაბრუნა.
- მანამდე სამხარაძემ ფეისბუქზე დაპოსტა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიან მონებს".
- მოგვიანებით კი თავადვე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ აქციის მონაწილეებს აივნიდან აგინა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები