იმის ნაცვლად, რომ პარტიის თავმჯდომარეს თანაგუნდელის ჰომოფობიური ლექსიკა დაეგმო, კობახიძემ კომენტარი არ გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აქტივისტების შეურაცხყოფას ცდილობს.

  • არც ისაა პირველი შემთხვევა, რომ მმართველი პარტია საკუთარი თანაგუნდელების გამართლების რეჟიმშია.
  • სიტყვა "ლიბერასტს" ჰომოფობიური ქვეტექსტით ძალადობრივი და სასულიერო პირები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ.

კობახიძე მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ "ყველა თავის სათქმელს ისე გამოხატავს როგორც გამოხატავს".

  • "მე სხვა კოლეგების განცხადებებზე არ მინდა დღეს კომენტარის გაკეთება".