"აი, ამისთვის" — ქართული ოცნების დეპუტატი არ ჩერდება

ფოტო: ქართული ოცნება
დიმიტრი სამხარაძე გინების გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობს — ამაზე Facebook-ზე მისი ბოლო რამდენიმე პოსტიც მეტყველებს, რომელიც გუშინდელი საქციელის შემდეგ "თავის გასამართლებლად" გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დეპუტატი სოციალურ ქსელში გააქტიურდა და აგრესიული რიტორიკა სწორედ იქ გააგრძელა.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხარაძე შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენიებს აქციის მონაწილეებს, აქტივისტებს ან ოპოზიციას.
დეტალები: ქართული ოცნების დეპუტატმა რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, მათ შორის, მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის.
-
ნაწყვეტებში ჩანს, რომ ხაბეიშვილი კრიტიკულად, გვარამია კი შეურაცხმყოფელი ლექსიკით იხსენიებს ბიძინა ივანიშვილს;
-
"აი, ამისთვის" — წერს ვიდეოებზე დეპუტატი და მიანიშნებს, რომ ასეულობით მოქალაქეს შეურაცხყოფა ამ ფრაზების გამო მიაყენა;
-
მეტიც, იქვე ახალ გინებას აანონსებს იმუქრება, რომ "კიდევ ბევრჯერ მოუწევთ" მისგან;
-
"ნაცების შნირ ტელევიზიას, ამისთვის" — წერს სამხარაძე, მთავარი არხის ნიუსის ერთ-ერთ სქრინშოტზე, რითიც ხაზს უსვამს, რომ მისი გინება ტელევიზიასაც მიემართებოდა იმის გამო, რომ ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი გინების აქცია გაანიუსა.
რა მოხდა: 3 ივლისს სამხარაძე ოფისიდან გამოვიდა და რამდენჯერმე შეიგინა. ამ დროს ქართული ოცნების ოფისი პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმებით იყო გარშემორტყმული.
- გინების შემდეგ ის რამდენიმე პირმა უკან შეაბრუნა.
- მანამდე დეპუტატმა ფეისბუქზე დაპოსტა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიან მონებს".
- მოგვიანებით კი თავადვე გაავრცელა და წაშალა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ აქციის მონაწილეებს აივნიდან აგინა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები