უკრაინის რადას ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ სანქციების დაწესებით ქართველ ხალხს საფრთხე არ ემუქრება და მოსახლეობა არ დაზარალდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ მაიკ მაკფოლმა განაცხადა, რომ იწყებენ მჯელობას სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოსა და ბელარუსის წარმომადგენლების სანქცირებაზე.

  • ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია საქართველოსთვის სწორედ დეოლიგარქიზაციაა.
  • ევროპარლამენტარები ღიად აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს.

დეტალები: არახამია ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკაში.

  • "იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია, არის პრობლემა თუ როგორ მოხდეს მისი გათავისუფლება".
  • "ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ — პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები. ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს".
  • "საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან". [TV პირველის თარგმანი]