BBC დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოტენციური კანდიდატების სიას აქვეყნებს, თუმცა წერს, რომ ამ ადამიანებს ჯერ არ უთქვამთ, სურთ თუ არა ახალი თანამდებობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯონსონმა გაიზიარა პარლამენტის სურვილი, პარტიის ახალი ლიდერისა და შესაბამისად, ახალი პრემიერმინისტრის არჩევის შესახებ და თანამდებობები დატოვა.

  • მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი დღეიდან უნდა დაიწყოს, ხოლო თარიღი მომდევნო კვირას დასახელდეს, რის შემდეგაც ის ოფიციალურად წავა.

რიში სუნაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად.

  • თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯონსონის მსგავსად, ისიც არაერთ სკანდალში გაეხვა და ახლა მისი რეპუტაცია შედარებით შელახულია.
  • სუნაკი ხაზინის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.
  • როგორც BBC წერს, სუნაკისა და მინისტრ საჯიდ ჯავიდის გადაწყვეტილებამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გზა გაუხსნა მაღალჩინოსნების გადადგომის ნაკადს, რომელმაც, საბოლოოდ, ჯონსონის გადადგომა გამოიწვია.

ფოტო: Reuters

ლიზ ტრასი ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.

  • კანცლერისა და ჯანდაცვის მინისტრის წასვლის შემდეგ ჯონსონის მხარდამჭერად დარჩა, რამაც გააძლიერა მისი პოზიცია ერთგულთა შორის.
  • ტრასის რეპუტაცია განსაკუთრებით ამაღლდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როდესაც მან რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
  • როგორც BBC წერს, ის კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის პოპულარული ფიგურა გახდა ეკონომიკასა და ვაჭრობის შესახებ ლიბერტარიანული შეხედულებებით.
  • გამოცემის ცნობით, ტრასის სტილი ყოველთვის არ იპყრობდა ფართო საზოგადოების ყურადღებას, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი პროგრესისთვის.

საჯიდ ჰავიდი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

  • ის ერთ-ერთი პირველია იმ მაღალჩინოსნებს შორის, ვინც ჯონსონის წინააღმდეგ წასვლა და გადადგომა გადაწყვიტეს.
  • ჯანდაცვის მინისტრობამდე ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, თუმცა გადადგა, რადგან უარი განაცხადა საკუთარი მრჩევლების გათავისუფლებაზე.

ფოტო: Reuters

მაიკლ გოუვმა ორჯერ იყარა კენჭი თორის ლიდერისა და პრემიერმინისტრის პოსტზე.

  • 2010 წელს ის გახდა განათლების მინისტრი და მას შემდეგ ასრულებდა სამთავრობო ფუნქციებს.
  • გოუვი იკავებდა იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციებს.

ფოტო: PA MEDIA

ნადიმ ზაჰავი პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როგორც ვაქცინების მინისტრი.

  • მისი თქმით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც ოდესმე გააკეთებდა, თუმცა მან საფუძველი შექმნა განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურებისთვის.
  • რიში სუნაკის გადადგომის შემდეგ, ზაჰავს დაწინაურებამ ხელი არ შეუშალა, ჯონსონისთვის ეთქვა, რომ წასვლის დრო იყო.

ფოტო: Reuters

ჯერემი ჰანტი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.

  • ის გავლენიან პოლიტიკოსად დარჩა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ლიდერობის კონკურსში ბორის ჯონსონის შემდგომი, მეორე ადგილი დაიკავა.
  • ჰანტი შეუერთდა მთავრობას 2010 წელს, როგორც კულტურის მინისტრი, ასევე, ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის დეპარტამენტს.
  • ბრექსიტის დროს ის მხარს უჭერდა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას.

ფოტო: დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

სუელა ბრავერმანი ამ ეტაპზე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებს.

  • როგორც BBC წერს, ბრავერმანი ყოველთვის იყო ჯონსონის მტკიცე მხარდამჭერი.

პენი მორდონტი არის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი.

  • ის არის პირველი ქალი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც იკავებდა თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მინისტრის პოზიციებს.
  • მორდონტი იყო ქალთა და თანასწორობის მინისტრიც.

ფოტო: დიდი ბრიტანეთის

ბენ ვოლასი არის თავდაცვის მინისტრი.

  • განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა და უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების გამო.

ტომ ტუგენდატი ჯონსონისგან განსხვავებული სტილით გამოირჩევა.

  • როგორც BBC წერს, ის არის "დეტალების კაცი", რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.
  • ის წლების განმავლობაში განიხილებოდა კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერად.