დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპირებს — რა ხდება

ფოტო: ვიკიპედია
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს "კანონის პროექტი" დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის "შეთანხმების რატიფიცირებაზე", რომელიც აფხაზეთში არსებული რამდენიმე ობიექტის ოკუპანტი ქვეყნისთვის გადაცემას გულისხმობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ "შეთანხმებით" საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს გადაეცემა, რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.
- ამასთან, ბიჭვინთის მოსახლეობა შეშფოთებულია ფაქტით, თუმცა ე.წ. პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ "შეთანხმება აფხაზეთის ინტერესებს აკმაყოფილებს".
დეტალები: განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, ბიჭვინთის ე.წ. საქალაქო კომიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა.
- ე.წ. შეთანხმება, რომელსაც მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი, გულისხმობს რუსეთის ფედერაციისთვის "სახელმწიფო აგარაკების" კომპლექსის უსასყიდლოდ გადაცემას.
- ასევე, მიწებისა და საზღვაო აკვატორიის ნაწილის იჯარით გაცემას.
- რუსეთს ეძლევა უფლება უსასყიდლოდ გამოიყენოს "სახელმწიფო აგარაკები # 8; 9; 10".
- საბოლოოდ, კომიტეტის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მისცენ რეკომენდაცია დე ფაქტო პარლამენტს, რომ მიიღონ ეს "კანონი".
სტრიქონებს შორის: დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის ოლიგარქთა დიდ წრეს შეეხო, რის შედეგადაც, მათ ევროპის კურორტებზე დასვენება აღარ შეუძლიათ, ბიჭვინთის ტერიტორია კი სწორედ ამ მიზნით, შეიძლება, იყოს გამოყენებული.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვარამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა რამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები