კრასნოსელსკის მუნიციპალიტეტის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს ბრალი რუსეთის ჯარის შესახებ "განზრახ ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაში ედებოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Meduza-ს ცნობით, ეს ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიერ დეზინფორმაციის შესახებ შემოღებული კანონით გასამართლებულის პირველი პატიმრობაა.

  • 5 მარტს დუმამ ერთხმად და დაუყოვნებლივ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელს აწესებს.

დეტალები: გორინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 15 მარტს საკრებულოს სხდომის შემდეგ აღიძრა.

  • სხდომაზე ბავშვების ნახატების კონკურსი განიხილებოდა, რა დროსაც დეპუტატმა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი ახსენა და მას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" არ უწოდა;
  • "რა სახის ნახატების კონკურსზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ყოველდღე იხოცებიან. ინფორმაციისთვის, ვიტყვი, რომ უკრაინაში ასობით ბავშვი დაიღუპა და დაობლდა", — თქვა მან.

სხდომაზე ომის საწინააღმდეგო განცხადებები გააჟღერა მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელმა, ელენა კოტენოჩკინამაც.

  • საქმეში ისიც ბრალდებულია, თუმცა იმის გამო, რომ საზღვარგარეთ იმყოფება, მისი დაკავების ბრძანება დაუსწრებლად გასცეს.

დეპუტატმა 8 ივლისს რაიონულ სასამართლოში ბანერი მიიტანა წარწერით "კიდევ გჭირდებათ ეს ომი?".

კონტექსტი: განსხვავებული აზრის მქონე სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლების დაკავება კრემლის უცვლელი პოლიტიკაა.

  • ასე ცდილობს ვლადიმერ პუტინი კრიტიკული აზრისa ჩახშობას, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.