The Guardian-ის ცნობით, სამხედროები დიდ ბრიტანეთში წვრთნებს რამდენიმე კვირის განმავლობაში გაივლიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

  • უკრაინა დღეში 200-მდე სამხედრო კარგავს, გაძლიერებული წვრთნა კი კრიტიკულად გადამწყვეტი იქნება მათ ბრძოლაში.

დეტალები: სამხედროების პირველი ნაკადი თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლასს ხუთშაბათს შეხვდა.

  • უოლასის თქმით, ბრიტანეთის მხრიდან უკრაინისადმი დახმარების მომდევნო ეტაპია;
  • "ბრიტანული არმიის მსოფლიო დონის ექსპერტების გამოყენებით, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რათა თავისი ძალები აღიდგინოს და წინააღმდეგობა გააფართოვოს", — თქვა მან.

პროგრამის შესახებ: წვრთნები თავდაცვის სამინისტროს ოთხ ბაზაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 1 050 ბრიტანელი მომსახურე პერსონალი მიიღებს.

  • წვრთნები სამხედროებს, რომელთაც გამოცდილება არ აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, ფრონტის ხაზისთვის მოემზადონ;
  • პროგრამა მოიცავს იარაღის მართვის, ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების, საპატრულო ტაქტიკისა და შეიარაღებული კონფლიქტის კანონების სწავლას.