ნიკა სამხარაძე ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს, რომ ხვდება, ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტარებს მათზე მეტი ინფორმაცია აქვთ და მიიჩნევს, რომ ამ ხალხს მხარდაჭერა სჭირდებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში, აშშ-ის ელჩი როგორც მმართველი პარტიიდან წასულების, ასევე, მოქმედი დეპუტატების კრიტიკის ობიექტი გახდა.

  • 8 ივლისს ყაველაშვილმა დეგნანს წერილი მისწერა და ჰკითხა, რატომ არ ემიჯნება "პროვოკაციებს".
  • პასუხად, დეგნანმა წერილს ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით სავსე უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა.
  • დღეს ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა დეგნანი გააკრიტიკა და "ოცნება" დატოვა.

რას წერს ნიკა სამხარაძე: საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულ ოცნებას უმრავლესობის პრობლემა არ შეექმნება, სხვა შემთხვევაში კი ასე არ მოიქცეოდა.

  • ამას გარდა, მისი აზრით, ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რაც დააზღვევს, რომ "ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ ელაპარაკებოდნენ".