მედიაომბუდსმენმა 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენის საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა

ფოტო: On.ge
მედიაომბუდსმენმა გიორგი მგელაძის, ნინო ჟიჟილაშვილის, სოფო მაისურაძის, გიორგი დარჩიაშვილის, ნინო ბიძინაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძის, თამთა დოლენჯაშვილის, თამუნა ჩიხლაძისა და გელა ბოჩიკაშვილის მიმართ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე წარადგინა საჩივარი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: განცხადების მიხედვით, მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.
დეტალები: საქმე 2021 წელს გავრცელებულ კრებსებს ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.
- დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა.
- ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
კონტექსტი: საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმეზე.
ფართო სურათი: მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
ამას გარდა, მათივე ცნობით, მალე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხატია შამანაურის სარჩელიც გაიგზავნება.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები