საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ 3 ქართველი სტუდენტი გააგრძელებს
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე 9 წელია, ბანკი Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრული დაფინანსებით გააგრძელონ. 2022-2023 სასწავლო წლის გამარჯვებული სტიპენდიანტები უკვე ცნობილია, ესენი არიან: ფიქრია ელიზარაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ირმა მათოშვილი.
ფიქრია სამაგისტრო პროგრამას ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით Strathclyde-ის უნივერსიტეტში დაეუფლება; თამარი King's College London-ში, ეკონომიკისა და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას, ხოლო ირმა სწავლას Oxford Brookes-ის უნივერსიტეტში, საერთაშორისო მასპინძლობის, ღონისძიებებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამაზე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან დღემდე, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით.
"Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სწავლის გაგრძელება სამაგისტრო საფეხურზე გაერთიანებულ სამეფოში სურთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 20 ქართველ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებლებში. სულ მალე კი, ამ რიცხვს კიდევ 3 სტუდენტი შეუერთდება. Chevening შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის მიიღონ უნიკალური გამოცდილებები და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები, პროგრამის დასრულების შემდეგ კი, შეძენილი ცოდნა ისევ საკუთარ ქვეყანას და მათი პროფესიული სფეროს განვითარებას მოახმარონ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის კონკურსი შემოდგომით კვლავ გამოცხადდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
Chevening დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42,000-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება სასურველი მიმართულებით. Chevening ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უჭერს მხარს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით.
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები