როგორც On.ge-ს სასამართლოში განუცხადეს, ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობით შეეცვალა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხომასურიძე 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დაესხა თავს.

  • სამნიძის თქმით, პრესკონფერენციის შემდეგ ის და დავით ბერძენიშვილი ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათთან ორი პირი მივიდა.
  • როგორც სამნიძე ამბობს, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დეტალები: როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა — "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".

  • ამის შემდეგ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო.
  • პარლამენტში გაკეთებულ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე. მან Facebook-ზე დაწერა, რომ კობახიძის ეს განცხადებები უარეს აგრესიას გააღვივებს, უარეს ძალადობას გამოიწვევს.

სასამართლომ ხომასურიძე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ივნისს შეუფარდა.