ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით 40-ზე მეტი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ სარჩელს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: განცხადება ომის შედეგებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ხაზს უსვამს უკრაინის სარჩელის მნიშვნელობას.

  • ქვეყნები აცხადებენ, რომ რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით სასამართლოს დადგენილების შესრულებაზე.

დეტალები: ხელმწომწერ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი ქმედებების გამო.

  • "რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა გამოიწვევს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას".
  • "ხოლო დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო რეპარაციას, სახელმწიფო პასუხისმგებლობის კანონის შესაბამისად".

განცხადებას უერთდებიან ალბანეთი, ანდორა, მალტა, მარშალის კუნძულები, პალაუ, სან მარინო, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, კვიპროსი და სხვა ქვეყნები.

On.ge დეტალების გასარკვევად საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.