კოალიციის თქმით, მთავარი არხის ჟურნალისტების მიყურადების საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციამ განცხადება გაავრცელა — ისინი გია გაჩეჩილაძის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურებიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ჟურნალისტებზე მიყურადების პირველი შემთხვევა არ არის.
- 13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე აიტვირთა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.
დეტალები: 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ტელეკომპანია მთავარი არხის გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს.
- მედიაკოალიციის განცხადებით, მთავარი არხის ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.
კოალიცია მიიჩნევს, რომ საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.
- "პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან";
- "ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები