მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი გაათავისუფლეს

ფოტო: კადრი ვიდეოდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინფორმაცია On.ge-ს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. ბრალდებულის ადვოკატმა TV პირველთან განაცხადა, რომ კახა ბაკაშვილმა პირველ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენა, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ კი დაწერა განცხადება თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა.
- შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.
არქივიდან: კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, 24 იანვარს გავრცელდა.
- თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:
- "ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები