ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი არჩევნების გაყალბების საქმეზე მუშაობდა, დოკუმენტს კი გაასაჯაროვებს

ფოტო: სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
როგორც ადვოკატი აცხადებს, სოსო გოგაშვილს აქვს კონკრეტული შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები პროცესის განხორციელების შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი გუშინ, გვიან ღამით დააკავეს. 15 ივლისს მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.
- მისი თქმით, არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცა.
- გოგაშვილი მიუთითებს, რომ 2021 წლის შემოდგომაზე მედიასაშუალებებმა არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ გააშუქეს.
- მისი თქმით, 13 ივლისს, გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს ასახავდა.
- გაჩეჩილაძის გავრცელებულ ჩანაწერებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს გამოძიება დაიწყო.
რა უთხრა გოგაშვილმა ადვოკატს: ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძის თქმით, გოგაშვილმა მას უთხრა, რომ ამ დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას რამდენიმე დღეში აპირებდა.
- თუმცა, მისივე თქმით, დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს რამდენიმე დღეში.
- ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, ამაზე კი საქმის კურსში აყენებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
დეტალები: ამ ეტაპზე, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
- ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
- სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგოშვილის სახლის ჩხრეკისას გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასამართლოს განჩინება გამოცემულია სსკ-ის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
- აღნიშნული მუხლი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. \
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები