სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. 15 ივლისს მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.
- მისი თქმით, არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცა.
- გოგაშვილი მიუთითებს, რომ 2021 წლის შემოდგომაზე მედიასაშუალებებმა არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ გააშუქეს.
- მისი თქმით, 13 ივლისს, გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს ასახავდა.
- გაჩეჩილაძის გავრცელებულ ჩანაწერებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს გამოძიება დაიწყო.
რა თქვა ადვოკატმა: ჩინჩალაძის განცხადებით, პირველი ეპიზოდი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაა, ბრალდებაში კი მითითებულია, რომ ეს შეეხება 2015-18 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფნის პერიოდს.
- "2015-18 წლებში სუს-ში მუშაობის დროს ხელი მიუწვდებოდაო მას პერსონალურ მონაცემებზე და ასევე, სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტებზე და აღნიშნული დოკუმენტები თითქოს გასაჯაროვდა 2021 წლის თებერვალში", — ამბობს ადვოკატი.
- ადვოკატის ცნობით, მეორე ეპიზოდი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა და ესეც 2015-18 წლებს ეხება.
- მესამე კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
დეტალები: უწყებაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
- სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგოშვილის სახლის ჩხრეკისას გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასამართლოს განჩინება გამოცემულია სსკ-ის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
- აღნიშნული მუხლი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები