ბრიტანეთის დაზვერვა წერს იმასაც, რომ რუსეთი ბრძოლაში იყენებს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერს, რათა ფრონტის ხაზი გააძლიეროს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს მსოფლიოს სხვადასხვა ბრძოლაში იყენებს.

  • დასავლეთმა ვაგნერის დაჯგუფებას სანქციებიც დაუწესა.

დეტალები: დაზვერვის ინფორმაციით, ვაგნერის დაჯგუფებამ ცენტრალური როლი შეასრულა უკრაინაში ბოლოდროინელ საბრძოლო მოქმედებებში — ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკისა და პოპასნას აღებაში.

  • ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკში ვაგნერის ბაზა გაანადგურეს.

ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთმა ვაგნერი გამოიყენა ფრონტის ხაზის გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად.

  • წერენ, რომ ვაგნერის დაჯგუფებამ შეიარაღებული პირების დაქირავების სტანდარტები დაწია და კერძო კომპანიაში იღებენ "შავ სიაში" შეტანილ გასამართლებულ პირებსაც. ახალწვეულებისთვის კი შეზღუდულია მომზადების დრო და ხარისხი.
  • "ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას".
  • მათივე ცნობით, ვანგერის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს.
  • "იმ დროს, როდესაც რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის რუსი სამხედრო მეთაური იცვლება, სავარაუდოდ გაამწვავებს უკმაყოფილებას სამხედროებსა და ვაგნერს შორის. სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო მორალზეც".