რა გავლენას ახდენს საწმენდი საშუალებები ჩვენს ჯანმრთელობაზე?
დალაგება და საცხოვრებელი, სამუშაო თუ სასწავლო გარემოს დასუფთავება ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თუმცა, იშვიათად თუ ვფიქრობთ, რომ იგივე პროცესი ასევე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენივე ჯანმრთელობისთვის — ისეთი საყოფაცხოვრებო პროდუქტები, როგორებიცაა სარეცხის ფხვნილი, საწმენდი სითხე და აეროზოლი, ხშირად მავნე ნივთიერებებს შეიცავს.
საბედნიეროდ, ყოველდღიურობაში ამ რისკების შემცირება შესაძლებელია, რითაც შეგვიძლია თანაბრად გავუფრთხილდეთ როგორც საცხოვრებელ გარემოს, ისე — ჩვენს ჯანმრთელობას.
როგორ მოქმედებს საწმენდი საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობაზე?
ბევრ საწმენდ საშუალებას შეუძლია თვალების და ყელის გაღიზიანება, თავის ტკივილის გამოწვევა ან ისეთი მძიმე დაავადების განვითარებისთვის ხელის შეწყობაც კი, როგორიც კიბოა. მსგავსი საფრთხე იმ პროდუქტების მოხმარებას ახლავს თან, რომლებიც გამოყენებისას საშიშ ნივთიერებებს წარმოქმნის, მათ შორის ადვილად აქროლებად ნაერთებს. ასეთ მავნე ნივთიერებებს შორისაა ასევე ამიაკი და ქლორგაზი.
ადვილად აქროლებად ნაერთებმა და სხვა ქიმიურმა ნივთიერებებმა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ლაგების დრო შეიძლება ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი და სუნთქვასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემებიც კი გამოიწვიოს. სხვადასხვა კვლევის ფარგებში ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ მოქმედებს მსგავსი ნივთიერებები ასთმისა და სხვა სასუნთქი გზის დაავადების მქონე ადამიანებზე. რამდენიმე კვლევამ უშუალო კავშირიც იპოვა, რომ მავნე ნივთიერებების შემცველ სარეცხ და საწმენდ საშუალებებთან რეგულარული კონტაქტი ასთმისა და სხვა დაავადებების განვითარებას იწვევს.
მსგავსი საშიში ნივთიერებები შეიძლება იყოს:
- აეროზოლში;
- ქლორის მათეთრებელ საშუალებაში;
- ტანსაცმლის და ჭურჭლის სარეცხ სითხეებში;
- მშრალ საწმენდ საშუალებებში;
- ავეჯისა და იატაკის საპრიალებლებში
და ა.შ.
როგორ უნდა დაიცვა თავი საწმენდი საშუალებების შესაძლო მავნე ზემოქმედებისგან?
სანამ თუნდაც უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო პროდუქტს უყიდი, მის აღწერას კარგად უნდა გაეცნო. არჩევანი ისეთ საწმენდ საშუალებაზე უნდა შეაჩერო, რომელიც მაქსიმალურად მცირე რაოდენობით შეიცავს ადვილად აქროლებად ნაერთებს, ხელოვნურ არომატებს, ადვილად აალებად ან ალერგიულ ნივთიერებებს. ამ ყოველივეს ყველაზე ხშირად აეროზოლები შეიცავს ხოლმე, ამიტომ მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი მოხმარება.
კანონმდებლობა მწარმოებლებს ყოველთვის არ ავალდებულებს, რომ პროდუქტში შემავალი ყველა მასალა თუ ნივთიერება ასახონ იარლიყზე. ამიტომაც ხანდახან პროდუქტზე მოცემული ინფორმაციაც არ არის სანდო და უფრო საფუძვლიანი "კვლევის" ჩატარება ურიგო არ იქნებოდა, სანამ შეძენას გადაწყვეტდით.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასიც: როგორც წესი, ხშირად დაბალი ფასი დაბალ ხარისხზე მიუთითებს ხოლმე.
ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ხანდახან თბილი წყალი და საპონიც სახლის დალაგებისას მშვენიერი საშუალებაა. საჭმელი სოდა და ძმარი კიდევ ხეხვისთვის მშვენივრად გამოდგება.
არ დაგავიწყდეთ, რომ ლაგებისას ყოველთვის უნდა გაანიავოთ სივრცე: გააღეთ ფანჯრები და კარები. დახურულ და დახუთულ სივრცეში სხვადასხვა საწმენდი საშუალების გამოყენება გაცილებით უფრო საშიშია.
სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერთიფიკატს - EU Ecolabel.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები