პუტინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე ულტიმატუმს აყენებს

ფოტო: MATTHEW STOCKMAN/GETTY
1K
წაკითხვა
10
გაზიარება
ვლადიმერ პუტინი უკრაინული მარცვლეულის გატარების სანაცვლოდ რუსულ მარცვლეულზე სანქციების მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირანში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
- რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან ექსპორტი გაჩერებულია;ეს
- სურსათის გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნის, რაც უკვე ფასების უპრეცედენტო ზრდაშიც აისახება.
კიდევ რა თქვა პუტინმა: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკამ და პირადად პრეზიდენტმა ერდოღანმა უკრაინული მარცვლეულის გატანაზე შეთანხმების მისაღწევად ბევრი გააკეთეს.
- თუმცა მისი თქმით, საკითხი თავიდანვე იმგვარად იყო შეფუთული, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით გადატანაზეა, მოიხსნება.
- პუტინის განცხადებით, ამაზე თავიდანვე შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ეს საქმე სწორედ მათ აიღეს საკუთარ თავზე.
- მისივე თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ ყოფილა, მაშ შორის არც პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები