ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ეხო კავკაზა ტელეგრამ არხ რესპუბლიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპირებს. ამ "შეთანხმებით" საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს გადაეცემა, რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

  • ამასთან, ბიჭვინთის მოსახლეობა შეშფოთებულია ფაქტით, თუმცა ე.წ. პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ "შეთანხმება აფხაზეთის ინტერესებს აკმაყოფილებს".

რა მოხდა შეხვედრაზე: აქტივისტმა ასლან ბჟანიას ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

  • "მისმინე, ნუ გამოიყენებ ბოროტად ჩემს პატივისცემას, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას", — უპასუხა მას ბჟანიამ.
  • მის პასუხს კი სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ბჟანიას შეხვედრის დატოვება მოუწია.