პრეზიდენტმა პირველი არხის ეთერში თქვა, რომ აქვს სურვილი, თუმცა მმართველ გუნდში არ ესაუბრებიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა.

  • ზურაბიშვილმა არაერთხელ გააკრიტიკა მმართველი გუნდი, განსაკუთრებით კი ევროკავშირისა და უკრაინის თემებზე.
  • უფრო მწვავე განცხადებები გააკეთეს მმართველ გუნდში. ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილიც "რადიკალური ოპოზიციასთან" დააკავშირა.
  • მთავრობამ პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ზურაბიშვილის თქმით, სურვილის მიუხედავად კომუნიკაცია არ აქვს მმართველ გუნდთან

  • "თუ იმიტომ არ მესაუბრებიან, რომ გავაკრიტიკე მაშინ, ალბათ, არასოდეს არ დამელაპარაკებიან. იმიტომ, რომ არ არსებობს დემოკრატია, სადაც არ არის კრიტიკა და სადაც არ შეგიძლია, რომ მოისმინო კრიტიკა".
  • მისი თქმით, შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ არის ორი საკითხი, რომელზეც უნდა შეთანხმდე ყველა — ევროკავშირი და უკრაინა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზე გაენაწილებინათ დედაქალაქები, ჩასულიყვნენ და გაეგოთ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის პოზიცია.

  • ილია დარჩიაშვილთან მიმართვა კი იმით ახსნა, რომ მხოლოდ ის ესაუბრება, თუმცა პასუხი ვერც ამ შემთხვევაში მიიღო.