სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს რუსეთის მიმართ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, მათი განხორციელების სრულყოფას და ეფექტურობის გაძლიერებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს და მათ, ვინც მხარს უჭერს პუტინის ომს უკრაინაში, არაერთი სანქცია დაუწესა.

  • სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შესაძლებლობების შემცირებაა იმისთვის, რომ ვეღარ შეძლოს უკრაინაში ომის წარმოება.

დეტალები: ახალი პაკეტი აწესებს აკრძალვას ოქროს შესყიდვაზე, იმპორტსა და გადაცემაზე, თუ ის წარმოშობილია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსეთიდან ევროკავშირში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში.

  • ეს აკრძალვა ასევე მოიცავს სამკაულებს.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ფაქტობრივად აკრძალეს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტი ენერგიის შემდეგ.

  • "ჩვენ ვაგრძელებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გარიგებების წარმოებას და ნავთობის გადატანას მესამე ქვეყნებში".

ეკონომიკური სანქციების გარდა, საბჭომ გადაწყვიტა დამატებითი ფიზიკური პირების და ერთეულების სანქცირება.

  • სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი, რომელიც მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას და ავრცელებდა რუსულ პროპაგანდას უკრაინის წინააღმდეგ.