რა გავლენას ახდენს საწმენდი საშუალებები ეკოლოგიაზე?
როცა გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებზე მიდგება საქმე, ალბათ, არავის ახსენდება საწმენდი საშუალებები. დალაგებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო პროდუქტებს ყველა ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ გარემოში სისუფთავის შესანარჩუნებლად: საწმენდი საშუალებები ჭუჭყის, მტვრის, ბაქტერიებისა თუ სხვა მიკროსკოპული მავნე ორგანიზმების მოსაშორებლად ეფექტიანი საშუალებაა.
თუმცა, ზოგიერთი მსგავსი პროდუქტი, რომელთაც დეზინფექციისთვის, ჭურჭლისა და სარეცხის გასარეცხად, ტექნიკის და ავეჯის გასაწმენდად და ზოგადად სისუფთავის შესანარჩუნებლად ვიყენებთ, ხშირად ატმოსფეროსა და წყალს აბინძურებს. საწმენდი საშუალებების ნაწილი ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სმოგის გაჩენას, სასმელი წყლის დაბინძურებასა და ცხოველების მოწამვლასაც კი იწვევს. ამ პროდუქტების მიერ მოტანილი ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე შეიძლება აქამდე წარმოგედგინათ.
ამ სტატიაში სწორედ ამ შესაძლო საფრთხეების შესახებ გაიგებთ მეტს.
მავნე ქიმიური ნივთიერებები
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ დაასახელა ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც საწმენდი საშუალებები ყველაზე ხშირად შეიცავს და გარემოსთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანია: ფოსფორი, აზოტი, ამიაკი და ის ნივთიერებები, რომლებიც ადვილად აქროლებადი ნაერთების ჯგუფში ერთიანდება.
ეს ნივთიერებები შეიძლება იყოს სააბაზანოს სადეზინფექციო ხსნარებში, ფანჯრის შუშის საწმენდებსა და ჭურჭლის გასახეხ სითხეებშიც კი.
როგორ ხდება ეს ნივთიერებები წყალში
წყალში განუსაზღვრავი ოდენობით მოხვედრილ ფოსფორს, აზოტსა და ამიაკს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ისინი წყალში მაშინ ხვდება, როცა, მაგალითად, სახლის დალაგების შემდეგ ნიჟარებსა და უნიტაზებში გამოყენებულ საწმენდ საშუალებებს ჩარეცხავენ. სხვადასხვა ქვეყანაში საკანალიზაციო წყალს დამაბინძურებლებისგან წმენდენ, სანამ ის მდინარეებს, ტბებსა და სხვა ბუნებრივ წყლებს შეერევა, თუმცა ყოველთვის ასე როდი ხდება.
როცა მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ბუნებრივ გარემოს შეერევა, შემდეგ ეს მცენარეების ზრდის პროცესზეც კი მოქმედებს.
ქიმიური ნივთიერებების გავლენა
ფოსფორი, აზოტი და ამიაკი სასუქის შემადგენლობაში შედის, რომელსაც აგრიკულტურაში მცენარეების ზრდის ხელშეწყობისთვის იყენებენ. თუმცა, როცა ეს ნივთიერებები ბუნებაში დაბინძურებული წყლის საშუალებით ხდება, მათი შემცველობის დონე ვერ კონტროლდება. ეს კი მავნე გავლენას ახდენს როგორც მცენარეებზე, ისე იმ ცხოველებზე, რომლებიც მათით იკვებებიან.
რაც შეეხება ადვილად აქროლებად ნაერთებს, ადამიანის ჯანმრთელობაზე რომ განსაკუთრებულად მავნე ზემოქმედება არ ჰქონდეს, სახლის ლაგების დროს რეკომენდებულია ფანჯრების და კარების გაღება, რათა სივრცე განიავდეს. თუმცა ამ დროს ეს მავნე ნივთიერებები ატმოსფეროში ხვდება და საბოლოოდ სმოგის წარმოქმნასაც კი უწყობს ხელს.
გამოსავალი
იმისათვის, რომ მსგავსი საფრთხეებისგან თავი დაიზღვიოთ და დაიცვათ როგორც თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა, ისე ზოგადად ბუნებრივი გარემო, ამისთვის აუცილებელია, რომ არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე გააკეთოთ, რომლებიც მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.
სტატიას წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან: fit-gmbh არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55-წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.
fit-gmbh-ის ეკო ხაზის პროდუქცია Grüne Kraft არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. Grüne Kraft-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკოსერთიფიკატს - EU Ecolabel.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები