კობახიძემ არახამიას შეურაცხყოფა მიაყენა და არაკაცი უწოდა

1.8K
წაკითხვა
14
კომენტარი
161
გაზიარება
მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავს დაესხა ჟურნალისტებსაც, რომლებიც დავით არახამიას განცხადებების შესახებ მისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა უკრაინის რადას ფრაქციის თავმჯდომარესა და ვოლოდიმირ ზელენსკითან დაახლოებულ პირს მიაყენა.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები უკრაინელ პოლიტიკოსებს თავს ესხმიან;
- ისინი მათ "ომში ჩათრევის" მცდელობაშიც ადანაშაულებენ.
დეტალები: კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტს უთხრა რომ "პოლიტიკის გამო სახე დაკარგა" და დისკრიმინაციული მოტივით მისი დამცირება სცადა.
- "კგბ-შნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ";
- "შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი";
- "სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინოა".
არქივიდან: გუშინ დავით არახამია მმართველი პარტიის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის სანქციების სამიზნე.
- "დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული";
- "ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით — ცოტა ფრთხილად გამონათქვამებთან".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
კომენტარები