ამის შესახებ ივანიშვილის განცხადებაშია საუბარი, რომელიც MKD Law-მა გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის შესახებ კითხვა ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა დასვა, თან აღნიშნა, რომ ელჩს და ივანიშვილს პასუხი უნდა გაეცათ.

  • მომდევნო დღეს ელჩმა განაცხადა, რომ "საკმაოდ დიდი ხანია" არ ჰქონია შეხვედრა ივანიშვილთან.
  • ამის შემდეგ წასულებმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და ივანიშვილს სთხოვეს, ეთქვა საზოგადოებისთვის, გაიმართა თუ არა შეხვედრა 24 თებერვლის შემდეგ, ვისი ინიციატივით და რა საკითხი განიხილეს.

რა თქვეს წასულებმა: ყაველაშვილი ანტიდასავლურ განცხადებაში სვამდა კითხვას, შეხვედრაზე ხომ არ მოსთხოვეს რაიმე ივანიშვილს და "ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი".

  • მომდევნო, საერთო განცხადებაში კი დეპუტატები ამბობდნენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი " გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ".

რა უპასუხა დეგნანმა: ელჩმა წასულების თავდასხმის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არცერთი შეხვედრის დროს არ უცდია შანტაჟი და გაკვრივებულია ამ განცხადებით და მისი მოტივაციით.

  • "როდესაც მქონია მანამდე შეხვედრები მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ჩვენ სურვილს, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით".
  • "არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია შანტაჟი განმეხორციელებია. მე დიპლომატი ვარ და შესაბამისად, ამას შეუარცხყოფად არ მივიღებ, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე".
  • "მიკვირს ცოტა, რატომ აკეთებს ეს დეპუტატი ამ უსაფუძლო განცხადებას, ვინაიდან მე მას არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ის ჩემსა და ივანიშვილს შორის შემდგარ რომელიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა".

რას ამბობს ივანიშვილი: ამტკიცებს, რომ შეხვედრა ელჩის თხოვნით შედგა, თუმცა არ აკონკრეტებს რაზე ისაუბრეს.

  • "რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა".

გაიგეთ მეტი ივანიშვილის განცხადებაზე: რაზე საუბრობს ექსპრემიერი