გოგაშვილის თქმით, ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია ქისტი "ქილერისთვის" ჰქონდა დავალებული, რათა მაჩალიკაშვილისთვის დაებრალებინათ
პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც მისი ლიკვიდაციის სავარაუდო მცდელობაზე წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილმა დაკავებამდე დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა და გაასაჯაროვებდა. დაკავების შემდეგ კი ავრცელებს განცხადებებს, რომლებიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებზე მიუთითებს.
- აღსანიშნია ისიც, რომ სოსო გოგაშვილის სახელი ფიგურირებდა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში;
- 2019 წელს კი სუს-მა დაიწყო გამოძიება და ამტკიცებდა, რომ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს გეგმავდა.
გოგაშვილის თქმით, მეუფე იაკობმა წელიწადნახევრის წინ მიაწოდა ხელისუფლების მხრიდან მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია.
- "ეს დავალებული ჰქონდა ქისტ "ქილერს" და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს "ქილერი" იმყოფებოდა პანკისში."
გარდა ამისა, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ სამსახურის დატოვების შემდეგ, "ბევრი მუქარა, გაფრთხილება, "კეთილი რჩევა" მიიღო.
- მისი თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, როდესაც მან პოლიტიკური აქტივობა დაიწყო, ვახტან გომელაურისგან და ირაკლი ღარიბაშვილისგან "რჩევა-გაფრთხილებები" მიიღო.
არქივიდან: პანკისის სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამბობდნენ, რომ იოსებ გოგაშვილი იმ ღამეს მათთან ჩავიდა და ემუქრებოდა. გოგაშვილი კი ამტკიცებდა, რომ ის მაჩალიკაშვილებს არ შეხვედრია და სპეცოპერაციასთან შეხება არ ჰქონია.
- 2019 წელს სუს-მა გაავრცელა ჩანაწერები, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბარი ისმოდა — მათი მტკიცებით, გოგაშვილის წინააღმდეგ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი.
- მაშინ გოგაშვილმა მადლობა გადაუხადა სუს-ს იმისთვის, რომ მისი ოჯახი განადგურებას გადაურჩა.
- ასევე, გოგაშვილი ამბობდა, რომ ამ ბრალდების დაჯერება არ უჭირს, რადგან "იცის", რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის "ამგვარი ქმედებები უცხო არ არის".
- მაჩალიკაშვილი ბრალდებას უარყოფდა და განმარტავდა, რომ ის გეგმავდა გოგაშვილის განადგურებას, ოღონდ პოლიტიკურად.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები