რეზოლუციის მიხედვით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და ჩეჩნეთში განხორციელებული ქმედებების გამო უნდა დასახელდეს, რადგან ამან გამოიწვია უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი კანონიერად უნდა იყოს აღიარებული, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია.

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ კონგრესს მიმართა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებისკენ მოუწოდოს.
  • რამდენიმე დღის წინ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას ამერიკაში სერიოზულად განიხილავენ.

დეტალები: სენატის კენჭისყრა არ ნიშნავს საბოლოო აღიარებას. შესაბამისი გადაწყვეტილება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.

  • "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მრავალი სასიკვდილო დანაშაული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ცდილობდნენ დაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით", — ნათქვამია სენატის კანონპროექტში.

ელჩის თქმით, ამ საკითხს სჭირდება ზედმიწევნით გაანალიზება ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად.

  • "სერიოზულად ვეკიდებით ასეთ განცხადებას. გავაგრძელებთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ჩვენი კანონის შესაბამისად".