ვინ რა თქვა სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე განცხადებები მისმა ადვოკატებმა გააკეთეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს და აღარ აინტერესებს.
- ადვოკატი ვალერი გელბახიანი კი ფორმულასთან ამბობს, რომ ახლა მთავარი ამოცანა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.
- ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის კლინიკა ვივამედში იმყოფება. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაბეჯითებით ამბობს, რომ წავიდა ქართული პოლიტიკიდან და ასევე, მისი პარტიიდან. როგორც თავად ამბობს, ის სააკაშვილის ადვოკატი 8 ივლისიდანაა.
- "ქართულ პოლიტიკასთან არ უნდა, რომ ჰქონდეს რაიმე საქმე. [...] როგორც თვითონ ამბობს, არის რამდენიმე ფაქტორი — ამ ფაქტორებს დეტალურად არ ასახელებს".
- ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი აპირებს საჯარო განცხადების გავრცელებას.
რას ამბობენ ენმ-ში: პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 30 ივლისს TV პირველის ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები დაცვის სტრატეგიაა.
- "ვინმეს უნდა თუ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. სააკაშვილი რომ ტყვეობაშია და კლინიკა ვივამედში იმყოფება, ის ახლა პოლიტიკაში არ არის?", — ამბობს მელია.
- პარტიის ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ კი Facebook-ზე დაწერა, რომ ადვოკატის საქმე კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევაა და არა პოლიტკომენტატორობა.
რას ამბობენ ქართულ ოცნებაში: დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ მის მიღმა, თუკი მისი გუნდისა და "დაღმაშენებლის სტრატეგიად" კვლავ რევოლუცია და დესტაბილიზაცია იქნება.
- 30 ივლისს იმედის ეთერში დეპუტატი მიხეილ სარჯველაძემ კი ისაუბრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისთვის თავის არიდებას ცდილობს.
აქამდე 27 ივლისს სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა თქვა, რომ მამამისის როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის.
- "როცა შევდივარ მამაჩემთან, ის სულ უყურებს მხოლოდ უკრაინის ტელევიზიას".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები