მედვედევმა მორიგი იმპერიალისტური და კომუნისტური აბსურდი დაპოსტა და წაშალა — რას წერდა საქართველოზე
2 აგვისტოს ღამეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა VKontakte-ში საბჭოთა კავშირის აღდგენაზე დაპოსტა. პოსტი რუსული იმპერიალიზმის გამოვლინება და ისტორიული ფაქტებით მანიპულაციიის თვალსაჩინო მაგალითია.
დეტალები: როგორც Meduza წერს, მედვედევის პოსტი დადებიდან 10 წუთში წაიშალა.
- თუმცა სქრინშოტები საკუთარ ტელეგრამ არხზე პოლიტიკოსმა და ტელეწამყვანმა, ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა.
- მედვედევს პოსტის შინაარსზე კომენტარი არ გაუკეთებია, მისი თანაშემწე კი ამტკიცებს, თითქოს უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსანს ანგარიში გაუტეხეს და ეს სიტყვები დაუპოსტეს.
- თუმცა ეს რთული დასაჯერებელია იმის ფონზე, რომ სსრკ-ს დაშლა აწ უკვე წაშლილ პოსტში "საბედისწერო შეცდომადაა" მოხსენიებული და როგორც ცნობილია, მისი პრეზიდენტიც ამ აზრზეა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინის მარჯვენა ხელად წოდებული ექსპრეზიდენტი ხშირად წერს მუქარისშემცველ, პროპაგანდისტული პოსტებს და აქამდეც გაუჟღერებია მოსაზრება, რუსეთის "საზღვრების აღდგენაზე".
- თუმცა ამჯერად ის აცხადებს, რომ აპირებენ იმ "სამშობლოს საზღვრების აღდგენას, რომელიც არსად მთავრდება" და ამისთვის სვლა უკვე დაიწყეს.
- მისივე თქმით, კიევის "გათავისუფლების" შემდეგ, რუსეთი ისევ გახდება "ერთიანი, ძლევამოსილი, დაუმარცხებელი".
- გარდა ამისა, მედვედევი, რომელიც 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრისას, პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობა მხოლოდ რუსეთის ფარგლებშია შესაძლებელი.
მედვედევი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა შეცდომა იყო, რომელიც გამოსწორდება და ამაში არავის უნდა შეეპაროს ეჭვი.
- ამის შემდეგ იმუქრება, რომ აღლუმები, სუვერენიტეტები აღარასდროს იქნება და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს.
- მისი თქმით, ყველა ერი, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა "დიდ და ძლევამოსილ საბჭოთა კავშირში, ისევ იცხოვრობს ერთად, მეგობრულად და ურთიერთგაგებით".
- ამ იმპერიალისტური ჩანაფიქრის გაჟღერების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ "მოსკოვის ერთიანი რუკით, სათავეში სლავებით" დაიწყებენ ახალ ლაშქრობას და დაიბრუნებენ ყველა მიწას, რომელიც "წაართვეს" საუკუნეების განმავლობაში.
რა ეწერა საქართველოზე: პოსტი საქართველოს ისტორიის მიმოხილვით გრძელდება. მედვედევი ამტკიცებს, რომ რუსეთთან შეერთებამდე საქართველო, რომელსაც ოკუპანტ ქვეყანაზე დიდი ისტორია აქვს, საერთოდ არ არსებობდა.
- ის წერს, რომ 1801 წლისთვის საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან შედგებოდა და ახლანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიაში შეიქმნა.
- აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთისკენ იწეოდა, რადგან ხვდებოდა, რომ ის ერთადერთი მოკავშირე იყო მტრულ გარემოცვაში — მაგრამ აქ არ საუბრობს იმაზე, როგორ დაარღვია რუსეთმა მიცემული პირობა და გააუქმა სამეფო-სამთავროები.
- "ახლა მეორდება იგივე ისტორია. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები, შესაძლებელია გაერთიანდეს მხოლოდ ერთიანი სახელმფოს ფარგლებში რუსეთთან", — წერს ის.
გარდა ამისა, მედვედევი ყაზახეთზეც წერს და მას ხელოვნურ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. მისი თქმით, სწორედ რუსებმა დააარსეს პირველი დასახლებები ჩრდილოეთ ყაზახეთის ველურ მიწებზე.
- ამავდროულად ის ქვეყანას რუსების გენოციდში ადანაშაულებს მიზეზად კი დაიწყო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გადასახლების ინიციატივის რეალიზებას ასახელებს.
- "ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე თვალი დავხუჭოთ. სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება", — ასე მუქარანარევად მთავრდება პოსტი.
მედვედევის ანგარიშები სოციალურ ქსელებში რამდენჯერმე მართლა გატეხეს. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, მისი სახელით ბოდიშიც კი მოიხადეს.
- კერძოდ, 2014 წელს მის ტვიტერზე გამოჩნდა პოსტი პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მას რცხვენოდა მთავრობის მოქმედებების გამო და ბოდიშს იხდიდა ამისთვის.
- რუსული მედიის ინფორმაციით, 2019 წელს მედვედევის გვერდი ისევ გატეხეს და მოსკოვში ერაყის ელჩის პასუხად გაუგებარი შინაარსის ასოთა წყობა დაპოსტეს.
- შეგახსენებთ იმასაც, რომ 2020 წელს, როცა მედვედევმა აგვისტოს ომის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მომხმარებლებმა გააკრიტიკეს, დაარეპორტეს, მან საქართველოსთვის თავის Facebook გვერდზე წვდომა შეზღუდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები