ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციით, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და ჩეჩნეთში განხორციელებული ქმედებების გამო უნდა დასახელდეს, რადგან ამან უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

  • მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი კანონიერად უნდა იყოს აღიარებული, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია.

დეტალები: ზახაროვა ამტკიცებს, თითქოს აშშ საკუთარ კანონმდებლობას საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ იყენებს. მისივე თქმით, სენატორებს ჰგონიათ, რომ ეს რუსეთისთვის საშინელი სასჯელი იქნება.

  • "რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი, იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგით, გულუბრყვილოები".
  • "ამავე დროს, ავიწყდება, რომ ნებისმიერი ქმედება უკუქმედებას იწვევს და ასეთი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც შეიძლება იყოს".
  • "ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, რის შემდეგაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს".
  • "ეს კარგად უნდა გაიგონ ვაშინგტონში".

ზახაროვა იმის მტკიცებასაც ცდილობს, თითქოს, სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არიან და თუ ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობას სრულად შეწყვეტს, "გადაიტანენ".