ე.წ სუს-ის კრებსების საქმეზე ეკა ბესელიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ფოტო: ეკა ბესელია / Facebook
პროკურატურის დატოვების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ დაზარალებულად ცნობა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იმის დადგენაა, თუ ვინ ჩადიოდა ამას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე აიტვირთა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.
- ოფიციალურად მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა საკუთარი თავი არაერთმა ადამიანმა ამოიცნო.
დეტალები: ბესელია აღნიშნავს, რომ ეს დანაშაული არსებული ხელისუფლების პირობებშია ჩადენილი.
- ის განმარტავს, რომ დაზარალებულად ცნობა თავად მოითხოვა და ამ საქმეზე გასულ წელს დაკითხეს, თუმცა სტატუსი ამ დრომდე არ ჰქონდა.
- მისი თქმით, წარმოუდგენელი ამბავია, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთ საქმეზე დღემდე არავინ აიღო პასუხისმგებლობა და მთავარი, რასაც ითხოვს სწორედ ესაა — "ვინმემ აიღოს პასუხისმგებლობა ამ სისტემურ დანაშაულებზე".
ბესელია მიუთითებს, რომ ჩანაწერები 2017-2018 წლებისაა, როდესაც ის იურიდიული კომიტეტის თავმჯომარე და მმართველი გუნდის წევრი იყო.
- მისივე თქმით, ჩანაწერში საპატრიარქოსთან კომუნიკაციაა ასახული.
- "წარმოუდგენელი ამბავია, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს, უკანონოდ უსმენენ".
- "ამ მასშტაბის თვალთვალი და კონტროლი არც მახსოვს".
არქივიდან: ე.წ ფარული მოსმენების საქმეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
- გასულ თვეს თვეს მედიაომბუდსმენმა 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენის საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა.
- ბესელიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი მისი საქმეც.
- 29 ივნისს პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემაც მიმართა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები