ინფორმაციას და ანგარიშის ნომრებს ღია საზოგადოების ფონდი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველი აგვისტოდან მერია უკრაინიდან ლტოლვილებს საცხოვრებლითა და საკვებით აღარ უზრუნველყოფს.

  • ლტოლვილები უკრაინიდან აცხადებენ, რომ ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ.
  • მათივე თქმით, მერიის მიერ შეთავაზებული 300-ლარიანი დახმარებით ბინის ქირაობა წარმოუდგენელია, რადგან ყველაფერი ძვირია.

დეტალები: ინიციატივის წევრების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასა და სფეროს წარმოადგენენ, ყველას აერთიანებთ სურვილი, რომ თანადგომა გამოჩინონ და უკრაინელ ლტოლვილებს მძიმე პერიოდი გადაატანინონ.

  • "ჩვენ ყველაზე მეტად შეგვიძლია განვიცადოთ ომით მიღებული ტკივილი, საყვარელი ადამიანების დაკარგვა და დევნილობაში ყოფნის სიმწარე."
  • ღია საზოგადოების ფონდის განცხადებით, უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად, ისინი 150 000 ლარს გამოყოფენ, რომელიც მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად, უკრაინელი ლტოლვილების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.

ანგარიშის ნომრები: შექმნილია როგორც ლარის, ისე დოლარის ანგარიში.

  • GEL: GE51TB7324636080100018
  • USD: GE63TB7324636180100012