5 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე მიიტანა იერიში. სროლების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციის დროს ღაზას სექტორში დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი მოკლა.

  • რის შემდეგაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაისროლეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, უმრავლესობა რკინის გუმბათმა გაანეიტრალა.
  • ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებტის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მაცხოვრებლები, მათ შორის ბავშვიც. დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

  • დაჯგუფება ისლამურმა ჯიჰადმა განაცხადა, რომ თავისი ლიდერის დაკავებას უპასუხოდ არ დატოვებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ორ საათში ღაზადან ისრაელის მიმართულებით 71 რაკეტა გაისროლეს.

  • მათი თქმით, 71 რაკეტიდან 9 ღაზას სექტორში ჩამოვარდა.

გაერომ შეშფოთება გამოთქვა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის ესკალაციის გამო.

  • "ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, მინიმუმ 10 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ამ დარტყმებს ხუთი წლის ბავშვი ემსხვერპლა. არ შეიძლება იყოს გამართლებული ნებისმიერი თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ"

არქივიდან: 2021 წლის მაისში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო.

  • აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელების გადასახლების მუქარამ და ალ-აქსის მომლოცველების პოლიციის მიერ დარბევამ ხელი შეუწყო ისრაელ-ღაზას 11-დღიანი ომის პროვოცირებას, რომლის დროსაც დაიღუპა 250-ზე მეტი პალესტინელი ღაზაში და 13 ადამიანი ისრაელში.