ზაპოროჟიეს ელექტროსადგური კვლავ დაიბომბა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმა ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკზე მიანიშნებს.

რა მოხდა: უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს თქმით, ერთ-ერთი ჭურვი კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა და რადიაციის მონიტორინგის სამი დეტექტორი დააზიანა.

  • მათი თქმით, ასევე, დაშავდა ელექტორსადგურის ერთი თანამშრომელი.

რას ამბობს უკრაინა: უკრაინული მხარე დაბომბვაში რუსეთს ადანაშაულებს.

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი აწარმოებს ბირთვულ ტერორს, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სანქციებს, ამჯერად მოსკოვის ბირთვულ სექტორზე.

რას ამბობს რუსეთი: რუსეთის მიერ დანიშნული დეფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიას უკრაინულმა ძალებმა სარაკეტო სისტემებით დაარტყეს.

  • მათი თქმით, უკრანელმა სამხედროებმა დააზიანეს ადმინისტრაციული შენობები და საწყობები.
  • ასევე, ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ მიყენებულ ზიანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "უკრაინელმა ნაციონალისტებმა" საარტილერიო დარტყმით დააზიანეს ორი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და წყალსადენი, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა.

  • "ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა", — თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
  • "ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ის ყველა ძალისხმევას ქარხნის სტაბილიზაციის პირობების შექმნასთან დაკავშირებით."

არქივიდან: რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ბირთვული რეაქტორის კომპლექსი მარტის დასაწყისში აიღეს, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ.