როგორ ამართლებენ მმართველ გუნდში ღარიბაშვილის ფრაზას აფხაზეთის "14-წლიან ოკუპაციაზე"
პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ თანაგუნდელებმა, როგორც სჩვევიათ, მისი დაცვა დაიწყეს. დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ღარიბაშვილის კრიტიკოსებს ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მათ სამთავრობო ტრიბუნიდან უპასუხა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: იმის გარდა, რომ ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე განცხადება არა 7, არამედ 8 აგვისტოს გამოაქვეყნა, პოსტში მან აფხაზეთის ოკუპაციის პერიოდი შეამცირა.
- "14 წელია ჩვენი ქვეყნის გული — სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული", — წერდა ის.
- მართალია, "დამოუკიდებლებად" რუსეთმა ეს რეგიონები აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, თუმცა აფხაზეთზე კონტროლი საქართველოს ხელისუფლებამ 1990-იან წლებში, ომის შემდეგ დაკარგა.
- დღეს ჟურნალისტებმა პრემიერთან ამის დაზუსტება სცადეს, თუმცა ღარიბაშვილმა მათი ინტერესი პროვოკაციად შეაფასა.
რა თქვა მათიკაშვილმა: პრემიერმინისტრის მსგავსად, დეპუტატმა არ ახსენა ის, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთს სწორედ რუსეთი მართული სეპარატისტული ჯგუფები აკონტროლებდნენ.
- ნაცვლად ამისა, დაწერა, რომ 2008 წლამდე რუსული ჯარი ამ რეგიონში სამშვიდობო სტატუსით იდგა.
- ასევე, მათ ვინც ღარიბაშვილის განცხადება გააკრიტიკა, ბოლოდროინდელი თემების "ელემენტარულ არცოდნაში" დასდო ბრალი და "მეტის წაკითხვა" ურჩია.
- მანვე ღარიბაშვილის გასამართლებლად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებაც ახსენა, სადაც წერია, რომ რუსეთი საქართველოს ორ რეგიონზე ეფექტურ კონტროლს 2008 წლიდან ახორციელებდა.
კონტექსტი: 1990-იან წლებში მიმდინარე კონფლიქტების შემდეგ, რუსეთმა ისარგებლა სიტუაციით და საქართველო რეგიონებში "მშვიდობისმყოფელების" შეყვანაზე დაითანხმა. ისტორიკოსების შეფასებით, მაშინ ქვეყანა დიპლომატიურად იზოლირებული იყო და ამიტომაც რუსეთმა შეძლო მისი იძულება.
- აფხაზეთში მთელი სამშვიდობო კონტინგენტი რუსი სამხედროები იყვნენ. ცხინვალის რეგიონში კი განსხვავებული ფორმატი იყო, რომელიც 3 ბატალიონისგან შედგებოდა.
- სხვადასხვა ჩანაწერი მოწმობს, რომ აგვისტოს ომის დროს ცეცხლი ე.წ. მშვიდობისმყოფელების სტატუსით მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმაც გახსნეს.
რა თქვა დავითაშვილმა: ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ პრემიერმა "ყველაფერი მშვენივრად იცის".
- "უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა", — განაცხადა მან.
პოსტს გამოეხმაურენ ევროპულ საქართველოშიც. გიგა ბოკერიას თქმით, ის, რა აფხაზეთში 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, 2008 წლის სისასტიკესა და მსხვერპლის მასშტაბთან შედარებით განსხვავებულია.
- "მაშინ არც NATO-ს საკითხი იდგა, არც ევროკავშირის, არავინ არ იყო. საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთი დასუსტებული იყო, მაგრამ საქართველო იმ არასწორ მხარეს მოხვდა და რაც ნანგრევების მტვერით წარმოშვა".
- "ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ამ ტყუილს ემსახურება, რომ 14 წლის წინ დაიკარგა აფხაზეთიო, თითქოს მანამდე ყველაფერი კარგად იყო".
- "ღარიბაშვილს უნდა, რომ ისევ მაგ დღეში ვიყოთ. როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ არის სისხლისღვრა და მსხვერპლი უფრო დიდი და ნუ ატყუებენ ხალხს".
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები