ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების სერია იყო. რამდენიმე აფეთქების ხმა დაახლოებით, 15:30 საათზე გაისმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც უკრაინული მედია Unian წერს, ეს ის ბაზაა, საიდანაც საფრენი აპარატები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ.

  • ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქებების ტალღამ მიმდებარე ქუჩებზე დააზიარა მინები და გააქტიურდა მანქანების სიგნალიზაცია.
  • ოფიციალურად უკრაინას არ დაუდასტურებია, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებებთან დაბომბეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც, შესაძლოა, ამის ირიბ დასტურად მივიჩნიოთ.

დეტალები: Reuters წერს რომ ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება იყო.

  • ანექსირებული ყირიმის გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ ის წავიდა ამ მხარეში და "ვითარება ზუსტდება".
  • უკრაინსკა პრავდა სამხედრო ბაზის ფოტოებსაც აქვეყნებს.

ყირიმის ნახევარკუნძულის სრული ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა და იქ სამხედრო ბაზები მოაწყო.

  • 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულიდანაც შეიჭრა.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.