დღეს ოკუპირებულ ყირიმში ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომზე აფეთქება იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოფიციალურად უკრაინას არ დაუდასტურებია, რომ სამხედრო აეროდრომი მათ დაბომბეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც, შესაძლოა, ამის ირიბ დასტურად მივიჩნიოთ.

რას ამბობს რუსეთი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა.

  • მათივე თქმით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საავიაციო ტექნიკა დაზიანებულა.
  • რუსეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვი.

რას ამბობს უკრაინა: უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი.

  • უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა მომხდარზე თქვა, რომ "რუსული ჩვევა მოწიონ კოშკთან მათ საბოლოოდ გაანადგურებს".
  • უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე წერს, რომ ტერორისტულმა ქვეყანამ, შეიძლება, საინფორმაციო ომში გამოიყენოს.

ყირიმის ნახევარკუნძულის სრული ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა და იქ სამხედრო ბაზები მოაწყო.

  • 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულიდანაც შეიჭრა.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.