გოგაშვილის თქმით, ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ თუ არ გაჩუმდება, მას და მის ოჯახს გაანადგურებენ
პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილმა დაკავებამდე დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა და გაასაჯაროვებდა. დაკავების შემდეგ კი წერს წერილებს, რომლებშიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებზე მიუთითებს.
- 27 ივლისს მან ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ "მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები" მისი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ.
დეტალები: გოგაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ ჩადენილ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს აკისრებს.
- "შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა".
- ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას და მხილების კამპანიას სამართლიანობისთვის.
გოგაშვილი თხოვნით მიმართავს სახალო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას, დაიცვან მისი ოჯახი.
- ასევე, მიმართავს ნათესავებს და მეგობრებს, ფიზიკურად დაიცვან მისი ოჯახი.
არქივიდან: 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროეს 53-გვერდიანი ანგარიში, რომელიც გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს. ფაილების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა.
- 26 ივლისს გოგაშვილიმა ვრცელ წერილს გაავრცელა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა. წერდა, რომ გომელაურმა შვილის საქმრო ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა.
- ისაუბრა იმაზეც, რომ მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ხოლო ხვედელიძე ივანიშვილის დავალებით, ტელეფონზე გინების გამო სცემეს.
- ასევე, გოგაშვილის თქმით, ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია ქისტი "ქილერისთვის" ჰქონდა დავალებული, რათა მაჩალიკაშვილისთვის დაებრალებინათ.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები