ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, დამამცირებელი მოპყრობა — რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე
ნეკა დოროყაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.
- რამდენიმე თვის წინ ამ საქმის ფაილები გავრცელდა, სადაც ისმოდა, რომ ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს შეურაცხყმოფელად მოიხსენიებს და მის დამცირებას ცდილობს.
- დღევანდელ სხდომაზე დოროყაშვილმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ ისაუბრა და ვიდეომტკიცებულება წარადგინა.
ფსიქოლოგიური ძალადობა და შეურაცხყოფა: დოროყაშვილი იხსენებს, რომ ყოფილი ქმარი მას სხვადასხვა ცხოველის სახელს ეძახდა, მათ შორის მაშინ, როდესაც ორსულად იყო.
- "მაგალითად, მეძახდა ვირთხას, გველს, რწყილს".
- მისი თქმით, ბასილაშვილი გამუდმებით აკონტროლებდა — ურჩევდა მეგობრებს, სოციალურ ქსელში დასადებ ფოტოებს და ა.შ.
- როგორც ის ამბობს, ყოფილი ქმარი მიიჩნევდა, რომ მას არ უნდა ემუშავა და სწავლა არ გაეგრძელებინა.
- "ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მე ვარ მეფე და შესაბამისად, მე უნდა მოვქცეულიყავი როგორც მისი ქვეშევრდომი".
ფიზიკური ძალადობა: დოროყაშვილმა ფიზიკური ძალადობის არაერთ შემთხვევაზე ისაუბრა, პროკურატურამ კი ვიდეო წარადგინა.
- "ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუღია მაცივრიდან ცივი წყალი და ჩემთვის ჩაუსხამს ყურში. იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში".
- დოროყაშვილის თქმით, ერთ-ერთი შემთხვევისას ბასილაშვილმა სასტუმროს ოთახში თმით ითრია, მუცელში წიხლები ურტყა და თავში დაარტყა.
- მისივე თქმით, ძალადობის შემდეგ ბასილაშვილმა ნივთების ჩალაგება დაიწყო ჩოგნების ჩანთაში და როდესაც დაასრულა, ეს ჩანთა მას ესროლა.
- ვიდეოში მართლაც ჩანს როგორ როგორ ალაგებს ბასილაშვილი ჩანთას და შემდეგ დოროყაშვილის მიმართულებით ისვრის.
გარდა ამისა, დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობს.
- მისი თქმით, ბებიამ ბავშვს უთხრა, რომ "დედის ჭუჭყიან მუცელში იჯდა".
- დოროყაშვილი ამბობს, რომ ბავშვმა მოუყვა, როგორ დაარტყა ბასილაშვილის დედამ თავში.
- "ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და მას შემდეგ გამოეწერა ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი", — ამბობს ის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
- მანდ ძალადობის ბრალდებები უარყო, ვიდეომტკიცებულებას კი სისულელე უწოდა და თქვა, რომ მისი მხრიდან არც ძალადობა და არც გინება არ ჩანს.
არქივიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
- 22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის.
- ჩანაწერებში ჩოგბურთელი დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს.
- ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".
- ის ფაილების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
კომენტარები